Guidance

Notice of rights and entitlements Georgian (PACE Code H) (accessible version)

Updated 23 January 2020

კანონი ტერორიზმის შესახებ 2000

გახსოვდეთ თქვენი უფლებები დაკავების დროს

ინგლისისა და უელსის კანონის თანახმად თქვენ გარანტირებული გაქვთ ამ ცნობარში მოყვანილი უფლებები, რომლებიც შეესაბამება ევრო კავშირის 2012/13 დირექტივას სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ინფორმაციის მიღების უფლების შესახებ.

ამ გვერდზე შეჯამებულია თქვენი უფლებები პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს

შემდეგ გვერდებზე პარაგრაფებში 1-11 მოცემულია დამატებით ინფორმაცია.

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პოლიციის ქცევის კოდექსში, მუხლი H.

  1. თუ გსურთ ადვოკატის დახმარება პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციას. ეს მომსახურება უფასოა.

  2. თუ გსურთ ვინმეს აცნობოთ თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციას. ეს მომსახურება უფასოა.

  3. თუ გსურთ გაეცნოთ მათ წესებს, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციის თანამშრომლებს – წესების კრებულის დასახელებაა ქცევის კოდექსი (Codes of Practice).

  4. თუ გჭირდებათ სამედიცინო დახმარება, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციის თანამშრომლებს. განუცხადეთ პოლიციის თანამშრომლებს თუ თქვენ თავს ცუდად გრძნობთ ან ხართ დაშავებული. სამედიცინო მომსახურება უფასოა.

  5. თუ დაგისვამენ კითხვებს თქვენი შესაძლო მონაწილეობის შესახებ ტერორისტული აქტის დაკვეთაში, მომზადებასა ან ხელშეწყობაში, თქვენ არა ხართ ვალდებული გასცეთ პასუხი. თუმცა თუ დაკითხვისას არ ახსენებთ ფაქტებს, რაც მომავალში სასამართლოში დაგეხმარებათ, ამით შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენი დაცვის საქმეს. ნებისმიერი თქვენი ნათქვამი შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც მტკიცებულება.

  6. პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან გაცნობონ იმ ტერორისტული აქტის შინაარსი, რომლის დაკვეთაში, მომზადებასა ან ხელშეწყობაშიც თქვენ ითვლებით ეჭვმიტანილად და რის გამოც აგიყვანეს და იმყოფებით დაკავებული.

  7. პოლიციის თანამშრომლები ვალდებული არიან მოგცენ თქვენ ან თქვენს ადვოკატს საშუალება გაეცნოთ ჩანაწერებს და დოკუმენტაციას, რომლებშიც აღნიშნულია, თუ რისთვის აგიყვანეს, რატომ ხართ დაკავებული და რამდენ ხანს დაჰყობთ პოლიციაში.

  8. თუ გჭირდებათ თარჯიმანი, პოლიციის თანამშრომლები ვალდებული არიან მოგიყვანონ სპეციალისტი. თქვენ გაქვთ უფლება გადაათარგმნინოთ გარკვეული დოკუმენტაცია. ეს მომსახურება უფასოა.

  9. აცნობეთ პოლიციის თანამშრომლებს, რომ თქვენ არ ხართ ბრიტანეთის მოქალაქე და რომ გსურთ დაუკავშირდეთ თვენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს, ან შეატყობინონ მათ თქვენი დაკავების შესახებ. ეს მომსახურება უფასოა.

  10. პოლიცია ვალდებულია გაცნობოთ, რამდენ ხანს შეუძლია თქვენი დაკავება.

  11. თუ თქვენ წაგიყენეს ბრალდება და თქვენი საქმე გადაეცა სასამართლოს, თქვენ ან თქვენს ადვოკატს მოგცემენ უფლებას სასამართლოს სხდომამდე გაეცნოთ ბრალდების მხარის მასალებს.

თუ ამ უფლებათაგან რომელიმე ვერ გაიგეთ, აცნობეთ პოლიციის იზოლატორის ოფიცერს

დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგეპყრონ პოლიციაში, შეგიძლიათ იხილოთ შეჯამების შემდეგ

ფლებათა და შესაძლებლობათა ცნობარის წინამდებარე გამოცემა ძალაშია 2019 წლის 21 დეკემბრიდან

შეინახეთ ეს ინფორმაცია და გაეცანით მას პირველივე შესაძლებლობისთანავე. იგი დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს.

1. ადვოკატის დახმარების მიღება

  • ადვიკატი გაგიწევთ დახმარებას და მოგცემთ რჩევებს კანონმდებლობის შესახებ.
  • ადვოკატთან გასაუბრების მოთხოვნა, არ ნიშნავს, რომ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული.
  • პოლიციის იზოლატორის თანამშრომელი ვალდებულია გკითხოს გსურთ თუ არა მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია. ეს მომსახურება უფასოა.
  • პოლიცია ვალდებულია პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დღე–ღამის ნებისმიერ დროს მოგცეთ საშუალება ესაუბროთ თქვენს ადვოკატს.
  • თუ თქვენ ითხოვეთ იურიდიული კონსულტაცია, პოლიციის თანამშრომლებს, როგორც წესი, არა აქვთ უფლება დაგისვან კითხვები, ვიდრე თქვენ არ მოგეცემათ საშუალება ესაუბროთ ადვოკატს. როცა პოლიციის თანამშრომლები გისვავენ კითხვებს, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ოთახში თქვენი ადვოკატის დასწრების უფლება.
  • თუ თქვენ თავიდან განუცხადეთ პოლიციას, რომ არ გსურთ იურიდიული კონსულტაცია, მაგრამ შემდეგ შეცვალეთ გადაწყვეტილება, მიმართეთ პოლიციის იზოლატორის თანამშრომელს და იგი დაგაკავშირებთ ადვოკატთან.
  • თუ ადვიკატი არ გამოცხადდება ან არ დაგიკავშირდებათ პოლიციის განყოფილებაში, ან თუ თქვენ გსურთ ესაუბროთ მას განმეორებით, სთხოვეთ პოლიციის თანამშრომლებს, რომ კვლავ დაუკავშირდნენ მას.
  • უფლება გაქვთ მოითხოვოთ იმ ადვოკატთან საუბარი, რომელსაც თქვენ იცნობთ და ვისთვისაც გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის საფასურის გადახდა არ დაგჭირდებათ. თუ თქვენ არა გყავთ ნაცნობი ადვიკატი ან თქვენ ნაცნობ ადვოკატთან დაკავშირება არ ხერხდება, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ მორიგე ადვოკატს. ეს მომსახურება უფასოა.
  • მორიგე ადვოკატს არაფერი აქვს საერთო პოლიციასთან.

უფასო იურიდიული კონსულტაციის ორგანიზება:

  • პოლიცია დაუკავშირდება დამცველ ადვოკატთა სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრს (DSCC). DSCC-ს თანამშრომლები უზრუნველყოფენ თქვენთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევას თქვენს მიერ შერჩეული ადვოკატის, ან მორიგე ადვოკატის მხრიდან.
  • DSCC წარმოადგენს დამოუკიდებელ სამსახურს, რომლის პასუხისმგებლობაში შედის იურიდიული კონსულტაციის ორგანიზება და არაფერი აქვს საერთო პოლიციასთან.

თუ გსურთ თავად გადაიხადოთ იურიდიული კონსულტაციის საფასური:

  • ყველა შემთხვევაში, თქვენი სურვილისებრ, შეგიძლიათ თავად გადაიხადოთ იურიდიული კონსულტაციის საზღაური.
  • DSCC დაუკავშირდება თქვენს ადვოკატს თქვენი სახელით.
  • თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია თქვენს მიერ არჩეული ადვოკატისაგან ტელეფონის საშუალებით, ან მან შეიძლება არჩიოს თქვენთან პოლიციის განყოფილებაში მოსვლა.
  • თუ თქვენს მიერ არჩეულ ადვოკატთან დაკავშირება ვერ ხერხდება, პოლიციას ჯერ კიდევ შეუძლია მიმართოს DSCC–ს და მოითხოვოს მორიგე ადვოკატის მხრიდან უფასო იურიდიული კონსულტაციის ორგანიზება.

2. შეტყობინება პოლიციის განყოფილებაში თქვენი ყოფნის შესახებ

  • თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ პოლიციის თანამშრომლებს დაუკავშირდნენ ვინმეს, ვინც უნდა იცოდეს, რომ თქვენ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებით. ეს მომსახურება უფასოა.
  • ისინი შესაძლებისდაგვარად სწრაფად დაუკავშირდებიან თქვენს მიერ დასახელებულ პირს.

3. პოლიციის ქცევის კოდექსი

  • ქცევის კოდექსი წარმოადგენს „წესების კრებულს“, რომელშიც ჩამოყალიბებულია, თუ რის გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია პოლიციას თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს. ისინი მოიცავენ უფლებების დეტალებს, რომლებიც შეჯამებულია ამ შენიშვნაში.
  • პოლიცია მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ აღნიშნულ კოდექსს, მაგრამ თქვენ არ შეგეძლებათ იკითხოთ კოდექსი იმდენ ხანს, რომ პოლიციას ხელი შეეშალოს გარკვევაში, დაარღვიეთ თუ არა თქვენ კანონი.
  • თუ გსურთ წაიკითხოთ ქცევის კოდექსი, მიმართეთ პოლიციის იზოლატორის ოფიცერს.

4. სამედიცინო დახმარების მიღება ავადმყოფობის ან დაშავების შემთხვევაში

  • მიმართეთ პოლიციის თანამშრომლებს თუ თავს ცუდად გრძნობთ, გჭირდებათ მედიკამენტი, ან დაშავდით. ისინი ექიმს, ექთანს, ან მედიცინის სხვა სპეციალისტს გამოიძახებენ. ეს მომსახურება უფასოა.
  • თქვენ შეიძლება დაგრთონ ნება მიიღოთ თქვენი საკუთარი წამალი, მაგრამ პოლიციას ევალება მისი წინასწარ შემოწმება. როგორც წესი პირველად ექთანი გინახულებთ, მაგრამ პოლიცია ექიმსაც გამოიძახებს საჭიროების შემთხვევაში. შეგიძლიათ სხვა ექიმი მოითხოვოთ, ასეთ შემთხვევაში მომსახურების საფასური თქვენ უნდა დაფაროთ.

5. „დუმილის“ უფლება

თუ დაგისვამენ კითხვებს თქვენი შესაძლო მონაწილეობის შესახებ ტერორისტული აქტის დაკვეთაში, მომზადებასა ან ხელშეწყობაში, თქვენ არა ხართ ვალდებული გასცეთ პასუხი.

თუმცა, თუ დაკითხვისას არ მოიხსენიებთ ფაქტებს, რომელთაც მომავალში სასამართლოში შეგიძლიათ დაეყრდნოთ ამით შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენი დაცვის საქმეს.

ყოველი თქვენი ნათქვამი შეიძლება იყოს გამოყებული როგორც მტკიცებულება.

6. თქვენი აყვანისა და დაკავების მიზეზის ცოდნა

  • პოლიცია ვალდებულია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ გაერკვეთ, თუ რატომ აგიყვანეს და რატომ ითვლებით ეჭვმიტანილად ტერორისტული აქტის დაკვეთაში, მომზადებასა, ან ხელშეწყობაში.
  • პოლიციის განყოფილებაში პოლიცია ვალდებულია განგიმარტოთ, რის საფუძველზე თვლის, რომ თქვენთვის თავისუფლების აღკვეთა აუცილებელია.
  • სანამ თქვენ ნებისმიერი სახის კითხვას დაგისვამდნენ თქვენი ტერორისტული აქტის დაკვეთაში, ხელშეწყობაში, ან მის მომზადებაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ, პოლიცია ვალდებულია მოგაწოდოთ თქვენ ან თქვენს ადვოკატს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ჩაიდინეთ, მათი აზრით. ეს კეთდება იმისათვის, რომ თქვენ შეგეძლოთ თავის დაცვა, თუმცა არა ისე, რომ ამან ავნოს პოლიციის გამოძიებას.
  • ეს ეხება ნებისმიერ სხვა დანაშაულსაც, რომელიც პოლიციის მოსაზრებით თქვენ ჩაიდინეთ.

7. თქვენი აყვანისა და დაკავების ჩანაწერების და დოკუმენტაციის შინაარსის გაცნობა

  • როდესაც თქვენ პოლიციის განყოფილებაში ხართ დაკავებულის სტატუსით, პოლიცია ვალდებულია:
    • ჩაწეროს თქვენს დაკავების ბარათში დაკავების მიზეზი და საჭიროება და აგრეთვე ის, თუ რატომ თვლიან აუცილებლად თავისუფლების აღკვეთას.
    • მოგცეთ თქვენ და თქვენს ადვოკატს საშუალება გაეცნოთ აღნიშნულ ჩანაწერებს. ამას ორგანიზებას გაუკეთებს იზოლატორის ოფიცერი.
  • პოლიცია ვალდებულია მოგცეთ თქვენ და თქვენს ადვოკატს საშუალება გაეცნოთ დოკუმენტაციასა და მასალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი აყვანისა და დაკავების საქმეში კანონიერების დასაცავად.

8. თარჯიმნის მოყვანა და თქვენს დასახმარებლად გარკვეული საბუთების თარგმნა

  • თუ თქვენ ინგლისურად არ ლაპარაკობთ და არ გესმით ინგლისური, პოლიციის თანამშრომლები გამოიძახებენ ვინმეს ვინც თქვენს ენაზე ლაპარაკობს და დაგეხმარებათ. ეს მომსახურება უფასოა.
  • თუ თქვენ ყრუ ხართ ან გიჭირთ ლაპარაკი, პოლიციის თანამშრომლები გამოიძახებენ ბრიტანელ ყრუ–მუნჯთა ენიდან ინგლისურ ენაზე თარჯიმანს თქვენს დასახმარებლად. ეს მომსახურება უფასოა.
  • თუ თქვენ ინგლისურად არ ლაპარაკობთ და არ გესმით ინგლისური, პოლიცია თარჯიმნის საშუალებით გაცნობებთ დაკავების მიზეზს. ეს პროცედურა აუცილებელია უკლებლივ ყველა შემთხვევაში, როცა კი პოლიცია გადაწყვეტს თქვენს დაკავებას.
  • თქვენი დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ყველა შემთხვევაში და რაიმე დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდების წაყენების შემდეგ პოლიცია ვალდებულია გადმოგცეს თქვენს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ოფიციალური ანგარიში იმის თაობაზე, თუ რატომ დაგაკავეს და რა დანაშაულის ჩადენაში გედებათ ბრალი, თუკი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით ამის გაკეთება არ შეიძლება. ასეთი მიზეზებია:
    • თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ თავის დასაცავად არ გჭირდებათ ამგვარი საბუთი, რადგან თქვენ სრულად აცნობიერებთ იმას, თუ რა ხდება და თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს თქვენს უარს გამოიყენოთ თქვენი უფლება მიიღოთ ეს ჩანაწერი და აგრეთვე თუ პოლიციამ მოგცათ საშუალება მიგემართათ ადვოკატისთვის დაგხმარებოდათ გადაწყვეტილების მიღებაში. თქვენი თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს წერილობით ფორმაში.
    • თუ წერილობითი თარგმანის ნაცვლად ზეპირ თარგმანს ან თარჯიმნის მეშვეობით გადმოცემულს მოკლე შინაარსს საკმარისად ჩათვლით იმისათვის, რომ თავი დაიცვათ და სრულად გააცნობიეროთ, თუ რა ხდება, და თუ ამის ნებას დაგრთავთ პოლიციის იზოლატორის ოფიცერი.
  • როცა პოლიციის თანამშრომლები დაგისვამენ კითხვებს, მაგრამ აუდიო ჩანაწერს არ გააკეთებენ, თარჯიმანი წერილობით დააფიქსირებს კითხვებს და თქვენს პასუხებს თქვენს ენაზე. თქვენ გექნებათ საშუალება შეამოწმოთ ჩანაწერები სანამ ხელს მოაწერთ და დაადასტუროთ მათი სისწორე.
  • თუ თქვენ გსურთ გააკეთოთ განცხადება პოლიციისათვის, თარჯიმანი შეადგენს ამ განცხადების ასლს თქვენს ენაზე, რომელსაც თქვენ შეამოწმებთ და ხელს მოაწერთ და დაადასტურებთ მის სისწორეს.
  • თქვენ აგრეთვე გაქვთ უფლება მიიღოთ წინამდებარე ბროშურის თარგმანი. თუ წერილობითი თარგმანი არ არის ხელმისაწვდომი, ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ თარჯიმნის საშუალებით და არ დააყოვნონ თარგმანის მოწოდება.

9. თქვენი ქვეყნის საელჩოსთან ან საკონსულოსთან დაკავშირება

თუ თქვენ არა გაქვთ ბრიტანეთის მოქალაქეობა, შეგიძლიათ უთხრათ პოლიციის თანამშრომლებს, რომ გსურთ დაუკაშირდეთ თქვენი ქვეყნის უზენაეს კომისიას, საელჩოს ან საკონსულოს, რათა აცნობოთ, სად იმყოფებით და რატომ ხართ პოლიციის განყოფილებაში. მათ შეიძლება გეწვიონ პირისპირ საუბრისთვის ან გამოგიგზავნონ ადვოკატი.

10. რამდენი ხნით შეიძლება თქვენი დაკავება

  • ბრალდების წარდგენის გარეშე თქვენი დაკავება 48 საათზე მეტი ხნით შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პოლიციას გაუხანგრძლივებს თქვენი დაკავების ვადას. სასამართლოები უფლებამოსილი არიან პიროვნების დაკავების ვადა გააგრძელონ ბრალდების წარდგენის გარეშე მისი დაკავების დღიდან არა უმეტეს 14 დღისა.
  • პერიოდულად, პოლიციის მაღალი თანამდებობის თანამშრომელმა უნდა გადახედოს თქვენს საქმეს, რომ გაარკვიოს, უნდა გაგრძელდეს თუ არა დაკავების ვადა. ამას ჰქვია საქმის გადასინჯვა. თქვენ გაქვთ უფლება თქვენი აზრი გამოთქვათ ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ, თუკი თქვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ. სხვა შემთხვევაში, თქვენს ადვოკატსაც აქვს უფლება თქვენი სახელით გამოთქვას აზრი ამგვარი გადაწყვეტილების თაობაზე.
  • თუ საქმის გადასინჯვის ოფიცერი არ გაგათავისუფლებთ, თქვენ უნდა გაცნობონ მიზეზი და უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი თქვენს დაკავების ბარათში.
  • თუ თქვენი დაკავება აღარ არის აუცილებელი, თქვენ უნდა გაგათავისუფლონ.
  • როდესაც პოლიცია მიმართავს სასამართლოს თხოვნით გააგრძელოს თქვენი დაკავების ვადა:
    • თქვენ უნდა მოგცენ წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, თუ როდის შედგება საქმის გარჩევა სასამართლოს მიერ და რის საფუძველზე ითხოვს პოლიცია თქვენი დაკავების ვადის გაგრძელებას.
    • თქვენ უნდა წარდგეთ სასამართლოს წინაშე, ან უნდა იყოს შემუშვებული სატელევიზიო დაკავშირება, ისე, რომ თქვენ ხედავდეთ სასამართლოში მყოფ ხალხს და გესმოდეთ მათი, ისევე როგორც, ისინი უნდა გხედავდნენ თქვენ და ესმოდეთ თქვენი.
    • თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ სასამართლოზე თქვენი ადვოკატის დასწრება.
    • პოლიციას ექნება თქვენი დაკავების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს ამას აუცილებლად და ჩათვლის, რომ პოლიცია თქვენს საქმეს იძიებს ყურადღებით და გაუჭიანურებლად.
  • თუ პოლიციას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ სასამართლოს გადასცეს თქვენი საქმე, თქვენ ბრალდება შეიძლება წარგედგინოთ პოლიციის განყოფილებაში ან ფოსტით და მოგთხოვონ წარდგეთ სასამართლოს წინაშე.

საქმის გადასინჯვა და დაკავების ვადის გაგრძელება

  • ზოგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგაკავონ აყვანის შემდეგ 48 საათზე მეტი ხნით. ასეთ ვითარებაში თქვენ აუცილებლად უნდა გადმოგცენ:
    • დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ განაცხადი თქვენი დაკავების ვადის გაგრძელების თაობაზე გაკეთდა;
    • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გაკეთდა ეს განაცხადი;
    • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის უნდა შედგეს ამ განაცხადის განხილვა სასამართლოში და
    • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო დაკავების ვადის გაგრძელების მოთხოვნის მიზეზი (მიზეზები).

თქვენ (და თქვენს იურიდიულ წარმემადგენელს) აგრეთვე აუცილებლად უნდა გადმოგცენ წერილობითი შეტყობინება ყველა იმ შემთხვევაში, როცა კეთდება განაცხადი დაკავების ვადის გაგრძელებას ან მისი ხელმეორედ გაგრძელების შესახებ.

11. მტკიცებულებებთან წვდომა, თუ თქვენი საქმე გადაეცა სასამართლოს

თუ თქვენ წარგიდგინეს ბრალი დანაშაულის ჩადენისთვის, თქვენ ან თქვენს ადვოკატს მოგეცემათ უფლება გაეცნოთ თქვენს წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე მტკიცებულებებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს დაცვას. ეს უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ სასამართლო განხილვა დაიწყება. ამის ორგანიზების და შესაბამისი საბუთების და მასალების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციასა და სამეფო პროკურატურის სამსახურს.

კიდევ რა უნდა იცოდეთ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს

თქვენთან დამოკიდებულება და მოპყრობა

ქვემოთ მოყვანილია მოკლე განმარტებები იმისა, თუ რას უნდა ელოდეთ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს. დაწვრილებით ინფორმაციასთან გასაცნობად მოითხოვეთ პოლიციის ქცევის უწყებრივი კოდექსი. მასში აღნიშნულია, თუ სად შეიძლება გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას ცალკეულ საკითხზე. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პოლიციის იზოლატორის მორიგე ოფიცერს.

პიროვნება, რომელსაც დახმარება სჭირდება

  • თუ თქვენ 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ ან გაქვთ დარღვეული ფსიქიკა, მაგალითად, თუ წერა–კითხვა გიჭირთ, ან გონებრივი პრობლემები გაქვთ, პოლიციის მიერ კონკრეტული ქმედებების ჩატარებისას თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თანმხლები პირის დასწრება. ასეთი პირი ითვლება „შესაფერის სრულწლოვან პირად“ და მას გადაეცემა ამ ბროშურის ასლი
  • შესაფერის სრულწლოვანი პირი, რომელიც თქვენი წარმომადგენელია, აუცილებლად უნდა გახლდეთ, როცა პოლიციის თანამშრომლები გაგინმარტავენ თქვენს უფლებებს და აგიხსნიან, თუ რატომ ხართ დაკავებული და რატომ იმყოფებით პოლიციის განყოფილებაში. ამას გარდა აღნიშნული პირი აუცილებლად თან უნდა გახლდეთ, როცა პოლიციის თანამშრომლები წაგიკითხავენ საუბრის ჩაწერის შესახებ იურიდიული გაფრთხილების ტექსტს.
  • თქვენს წარმომადგენელ „შესაფერის სრულწლოვან პირს“, შეუძლია თქვენი სახელით მოითხოვოს ადვოკატის დახმარება.
  • თუ გსურთ, თქვენს ადვოკატს შეგიძლიათ ელაპარაკოთ „შესაფერისი სრულწლოვანი პირის“ თანხლების გარეშე.
  • პოლიციას შეიძლება დასჭირდეს რომელიმე ქვემოთ მოყვანილი მოქმედების შესრულება, სანამ თქვენ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებით. თუკი არ არის რაიმე განსაკუთრებული ხელისშემშლელი პირობა, თქვენი წარმომადგენელი „შესაფერისი სრულწლოვანი პირი“ აუცილებლად თან უნდა გახლდეთ მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ პოლიციის თანამშრომლები ასრულებენ რომელიმე ქვემოთ მოყვანილ ქმედებას:
    • დაგკითხავენ, ან გთხოვენ ხელი მოაწეროთ წერილობით განცხადებას ან ჩვენებას, ან პოლიციის ჩანაწერებს.
    • ჩხრეკის მიზნით გხდიან გარე ტანსაცმლის გარდა სხვა სამოსს.
    • იღებენ თითის ანაბეჭდებს, ფოტოსურათს ან DNA ან სხვა ანალიზს.
    • ახორციელებენ რაიმე პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია მოწმის მიერ პიროვნების იდენტიფიკაციასთან.
  • თქვენს წარმომადგენელ „შესაფერის სრულწლოვან პირს“, უნდა მიეცეს საშუალება პირადად ესწრებოდეს ან ტელეფონით უსმენდეს თქვენი დაკავების ვადის გაგრძელების მიზნით პოლიციის მიერ თქვენი საქმის გადასინჯვის პროცესს.
  • თუ თქვენს წარმომადგენელ „შესაფერის სრულწლოვან პირს“ ფიზიკურად შეუძლია, იგი აუცილებლად უნდა დაესწროს პოლიციის მიერ თქვენთვის დანაშაულში ბრალის წაყენების პროცედურას.

პოლიციის განყოფილებაში თქვენი დაყოვნების შესახებ დეტალების მიღება

  • ყველაფერი, რაც თქვენთან მიმართებაში ხდება პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს, იწერება. ამ ჩანაწერს იზოლატორის ჟურნალი (Custody Record) ეწოდება.
  • პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ, თქვენ, თქვენს ადვოკატს, ან თქვენს სრულწლოვან წარმომადგენელს, შეგიძლიათ მოითხოვოთ იზოლატორის ჟურნალის ასლი. პოლიცია ვალდებულია შესაძლებლობისდაგვარად მოკლე ვადაში გადმოგცეთ იზოლატორის ჟურნალის ასლი.
  • თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ამ ჟურნალის ასლი პოლიციის განყოფილების დატოვებიდან 12 თვის განმავლობაში.

კონტაქტები

  • ადვოკატთან საუბრისა და თქვენი დაკავების შესახებ ახლობლის შეტყობინების გარდა, თქვენ, როგორც წესი, გეძლევათ ერთი სატელეფონო ზარის უფლება.
  • მიმართეთ პოლიციის თანამშრომელს, თუ გსურთ განახორციელოთ სატელეფონო ზარი.
  • თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოითხოვოთ საწერი კალამი და ქაღალდი.
  • შეიძლება მოგეცეთ საშუალება მიიღოთ მნახველი, თუმცა იზოლატორის მორიგე ოფიცერს აქვს უარის თქმის უფლება.

თქვენი საკანი

  • თუკი არის შესაძლებლობა, თქვენ ცალკე საკანი უნდა გამოგიყონ.
  • საკანი უნდა იყოს სუფთა, თბილი და ნათელი.
  • საწოლი უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში.
  • აუცილებლად უნდა გქონდეთ საშუალება ისარგებლოთ საპირფარეშოთი და აბაზანით.

პირადი საჭიროებები - ჯანმრთელობა, ჰიგიენა და კეთილდღეობა

  • თქვენ უნდა გკითხონ, გსურთ თუ არა პირადად გაესაუბროთ წინასწარი პატიმრობის პერსონალს ნებისმიერი თქვენი საჭროების შესახახებ, რომელიც ეხება ჯანმრთელობას, ჰიგიენასა და კეთილდღეობას, რამაც შესაძლოა იმოქმედოს თქვენზე ან შეგაწუხოთ დაკავების პერიოდში.
  • თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პოლიცია მოგაწვდით აუცილებელ საშუალებებს,. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ თქვენი სქესის პირს.
  • თუ ხართ 18 წლის ან 18 წელს ზევით ქალბატონი, უნდა გკითხონ, გჭირდებათ თუ არა რაიმე სახის მენსტრუალური ციკლის დროს საჭირო საშუალებები დაკავების პერიოდის განმავლობაში და უნდა გითხრან, რომ:
    • აღნიშნული საშუალებები უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ;
    • ჩამნაცვლებელი საშუალებები ხელმისაწვდომია; და
    • წინასწარი პატიმრობის ოფიცერის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული საშუალებები შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი თქვენი ოჯახის ან მეგობრების მიერ მათ ხარჯზე.
  • თუ ხართ 18 წლამდე გოგონა, წინასწარი პატიმრობის ოფიცერი დარწმუნდება, რომ პოლიციის შენობაში ხელმისაწვდომი იქნება ქალბატონი, რომელიც მოგხედავთ და გკითხავთ, გაგაჩნიათ თუ არა პირადი საჭიროებები და მენსტრუალური ციკლის დროს საჭირო საშუალებები.

ტანსაცმელი

თუ თქვენი საკუთარი ტანსაცმელი ჩამოგართვეს, პოლიცია ვალდებულია მოგაწოდოთ სხვა შესაბამისი სამოსი.

საჭმელი და სასმელი

თქვენ უნდა შემოგთავაზონ სამჯერადი კვება სასმელთან ერთად. შუალედში შეგიძლიათ მოითხოვოთ წყალი.

ფიზიკური ვარჯიში

თუ ამის შესაძლებლობა არის, თქვენ უნდა მოგცენ საშუალება ყოველდღე გახვიდეთ სუფთა ჰაერზე.

პოლიციის მიერ თქვენი დაკითხვის დროს

  • ოთახი უნდა იყოს სუფთა, თბილი და განათებული.
  • თქვენ არ უნდა გიწევდეთ ფეხზე ადგომა.
  • პოლიციის თანამშრომლებმა უნდა გითხრათ თავისი სახელი, გვარი და წოდება.
  • თქვენ უნდა მოგეცეთ შესვენება ჩვეულებრივ საჭმლის მიღების საათებში და შესვენება წყლის დასალევად დაახლოებით ყოველ ორ საათში.
  • თქვენ უნდა მოგეცეთ მინიმუმ 8 საათიანი შესვენების საშუალება იზოლატორში გატარებული ყოველი 24 საათის განმავლობაში.

რელიგიური მოთხოვნები

თუ გჭირდებათ რაიმე თქვენს რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული პროცედურების შესასრულებლად პოლიციის განყოფილებაში, მიმართეთ პოლიციის თანამშრომლებს. საჭიროებისამებრ, მათ შეუძლიათ მოგაწოდონ რელიგიური წიგნები და სხვა ნივთები.

გარემოება, როცა სტანდარტული წესები იცვლება

ადვოკატის დახმარება

არსებობს გარემოებები, როცა პოლიციის თანამშრომლებს სასწრაფოდ სჭირდებათ დაგისვან კითხვები ვიდრე თქვენ ადვოკატს დაელაპარაკებით. ამგვარი გარემოება აღწერილია „ქცევის კოდექსში“. იქ ჩამოყალიბებულია, თუ რის გაკეთება შეუძლია პოლიციას და რის არა თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, იხილეთ “ქცევის კოდექსის“ მუხლი C - პარაგრაფი 6.7.

არსებობს გარემოება, როცა პოლიცია არ მოგცემთ უფლებას ესაუბროთ თქვენს მიერ არჩეულ ადვოკატს. ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად უნდა მოგეცეთ საშუალება აირჩიოთ სხვა ადვოკატი. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, იხილეთ „ქცევის კოდექსი“ მუხლი H - დანართი B.

არსებობს ასევე გარემოება, როცა პოლიცია არ დაგრთავთ ნებას თქვენს ადვოკატთან ცალკე შეხვედრის უფლებას. ეს ხდება მაშინ, როცა პოლიციის უფროსი ოფიცერი გასცემს განკარგულებას, რომ საუბარს პოლიციის ინსპექტორი დაესწროს. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, იხილეთ „ქცევის კოდექსის“ მუხლი H, პარაგრაფი 6.5.

შეტყობინება თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის შესახებ

არსებობს გარემოება, როცა პოლიცია არ მოგცემთ უფლებას ვინმეს დაუკავშირდეთ. ინფორმაცია ამგვარი გარემოების შესახებ მოცემულია „ქცევის კოდექსში“. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, იხილეთ „ქცევის კოდექსის“ მუხლი H, დანართი B.

იზოლატორის დამოუკიდებელი ინსპექტორები

საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს უფლება მოვიდეს პოლიციის განყოფილებაში წინასწარი შეტყობინების გარეშე. ისინი ოფიციალურად ითვლებიან საპატიმროს დამოუკიდებელ ინსპექტორებად და მოქმედებენ როგორც მოხალისეები. მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ პოლიციის განყოფილებაში პიროვნებას ჯეროვნად ეპყრობიან და აძლევენ საშუალებას ისარგებლონ თავისი უფლებებით.

თქვენ არა გაქვთ უფლება მოითხოვოთ დამოუკიდებელ ინსპექტორთან შეხვედრა ან მოითხოვოთ, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი თქვენთან მოვიდეს მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს თქვენთან შეხვედრა. თუ საპატიმროს დამოუკიდებელი ინსპექტორი გეწვევათ თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში, ამას იგი გააკეთებს პოლიციისაგან დამოუკიდებლად და მისი მიზანი იქნება შეამოწმოს, დაცულია თუ არა თქვენი კეთილდღეობა და უფლებები. თუმცა თქვენ არა ხართ ვალდებული ესაუბროთ ინსპექტორს თუ არა გაქვთ ამის სურვილი.

საჩივარი

თუ გინდათ გამოხატოთ უკმაყოფილება თქვენს მიმართ მოპყრობის შესახებ, მოითხოვეთ შეხვედრა პოლიციის ინსპექტორთან ან უფრო მაღალი ჩინის თანამშრომელთან. განთავისუფლების შემდეგ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი პოლიციის ნებისმიერ განყოფილებაში, პოლიციის საჩივართა კომისიაში (IPCC), ან შეატანინოთ საჩივარი თქვენს ადვოკატის ან პარლამენტის წევრს.